ინოვაციების დღეები ზუგდიდის ტექნოპარკში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩაატარა. სააგენტომ დღეს სტარტაპებს გააცნო სახელმწიფო ხედვა ინოვაციების განვითრების კუთხით, ამასთანვე წარუდგინა საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. უკვე წარმატებულმა სტარტაპებმა და მეწარმეებმა დამწყებებს ტრეინინგი ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწიელობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის განვითერების სააგენტო ,სს „საპარტნიორო ფონდი“ და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის“ განვითარების ფონდი იღებდა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, ინოვაციების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში და მათ იდეების განხორციელებაში მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა კასრაძემ. USAID -ის პროექტის G4G,მართველობა განვითარებისთვის კომპონენტის ხელმძღვანელის მაია ერისთავის თქმით, საქართველოში მეწარმეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. „USAID-ის პროექტი G4G გახლავთ ხუთ წლიანი პროგრამა, რომლის მიზანი არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა“, - აღნიშნა მან. ინოვაციების დღეების დასკვნითი ეტაპი 12 მარტს გაიმართება. ღონისძიების დასასრულს ინოვაციების სააგენტო ათივე მუნიციპალიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს. რის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე. აღნიშნული დღეები პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ინოვაციის დღეები ზუგდიდში
STV NEWS
ინოვაციების დღეები ზუგდიდში, მოამბე 1 არხი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ევროპული სკოლის ინოვაციების დღეები
ევროპული სკოლის ინოვაციების დღეები
რატომ ეშინიათ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის?!
კAI ბოტი
ინოვაციების ცენტრის გახსნა ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინოვაციების ლაბორატორია რუსთავში
info rustavi
ინოვაციების ცენტრის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster