,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' - დამოუკიდებლობის დღე რუსთაველზე

29.05.2017 03:00

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება. რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს, სადაც სამინისტროს სივრცე იქნება განთავსებული. სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქაჯეთის ციხის იმიტაცია, საბავშვო ზონა, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე არსებული „თამარის ხიდის“ ანალოგი, იშვიათი ჯიშის სახეობებით გაშენდება მეგობრობის ხეივანი, რაინდობის ხეივანი, მიჯნურთა ხეივანი. „ვეფხისტყაოსნის“ გმირების ფიგურებით ბავშვებს ჭადრაკის თამაშის საშუალება ექნებათ. ასევე, მიჯნურთა ხეივანში შეყვარებული წყვილების ხელისმოწერის იმიტირებული სცენა გაიმართება. დამთავლიერებლებს კი „დრონის“ აპარატით 100 მ სიმაღლიდან ფოტოსურათების გადაღების საშუალება ექნებათ. დაცული ტერიტორიების სივრცეში წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე - ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეო-რგოლები 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული. ღონისძიებას მუსიკალური ბენდი ------- გააფორმებს. #26მაისი #ესდღეჩვენია #რუსთაველი850 #იზრუნეგარემოზე

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' - დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში
01:21

,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' - დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ - 26 მაისი
01:33

მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ - 26 მაისი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
02:38

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში

Radio Atinati

დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა
01:22

დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა

Radio Atinati

26 მაისი კულმინაცია ზუგდიდში
01:48

26 მაისი კულმინაცია ზუგდიდში

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“
03:45

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!
02:34

მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - გიგა ბათიაშვილი

ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - გიგა ბათიაშვილი

Tbilisi City Hall Presscentre

ყველა ვიდეო