პრემიერ-მინისტრი ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა- ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა. მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისთვის მინიჭებული წოდებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი საზეიმო განცდა უნივერსიტეტში დიპლომის აღების დროს ჰქონდა. ვრცელ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო კავშირებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნეების წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით იწყებოდა და მთავრდებოდა საქართველოში. "წელს ჩვენ აღვადგინეთ სწრაფი სარკინიგზო კავშირი ჩინეთსა და საქართველოს შორის, რითაც სახმელეთო მარშრუტმა დაიბრუნა ევროპისკენ მიმავალი უსწრაფესი გზის სტატუსი. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც 1513 წელს პორტუგალიელთა კარაველები ჩინეთის სანაპიროებს მიადგნენ. დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გამოცოცხლება და ჩვენი ქვეყნების დაახლოება. იმედია, რომ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ ადამიანები, იდეები, ცოდნა და კულტურა კვლავაც გაამდიდრებენ ჩვენს ურთიერთობებს,"- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვაჭრობა გულისხმობს ნდობას, ხელმისაწვდომობას და ჰორიზონტის გაფართოებას. მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უტარიფო ექსპორტს საქართველოდან ევროპაში. ვრცლად იხილეთ : http://gov.ge/index.php?lang_id=GEO\u0026s...
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ მინისტრი ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში
Irakli Gharibashvili
იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში / საარჩევნო რეფორმაზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - დევიდ კემერონის შეცდომა თუ რეფერენდუმის გარდა...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
„კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევე...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ გაიხსნათბილისში სას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორი იქნება ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster