ეკონომიკური საბჭოს სხდომა
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე, საერთაშორისო დახმარების სახით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით სამი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელობასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. მისი განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი 450 მილიონ დოლარამდე თანხას მოიცავს, საიდანაც 200 მილიონი აპრილის ბოლომდე, საბიუჯეტო დახმარების სახით, ქვეყნის ბიუჯეტში იქნება. ამასთან, სხვა საერთაშორისო დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე მიიღებს მილიარდ ნახევარი დოლარის დახმარებას. ასევე, დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იქნება კომერციული საბანკო სექტორისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავდროულად აუცილებელია მსჯელობა პოსტკრიზისულ პერიოდში მოქალაქეების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიზნობრივ დახმარებაზე. ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რეგულარულად შეიკრიბება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
TV IMEDI
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
TV IMEDI
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Irakli Gharibashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Irakli Gharibashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Irakli Gharibashvili