იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში / საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო #LIVE

08.02.2021 55:35

• გზა 2008 წლიდან 2021 წლის წარმატებულ ფინალამდე, 13-წლიანი სახელმწიფოთაშორისი დავის დეტალები და მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლებიც საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით მიიღო - იუსტიციის მინისტრი პარლამენტში ანგარიშით წარსდგა; ოფიციალური თბილისი დავის საქართველოს სასარგებლოდ დასრულებას ახლა უკვე ჰააგის სასამართლოში გეგმავს; • სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც პირველ მარტამდე უნდა მომზადდეს - მხარეები საკუთარ ხედვებს ერთ კვირაში წარადგენენ; პოლიტიკურ აქტორებთან ერთად პროცესში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობს, ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია; პოლიტიკური მხარეები უპრეცედენტო და ისტორიული რეფორმის მომზადებას აანონსებენ; • პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან - ბიზნესის გამოწვევები პანდემიის ფონზე, მთავრობის პრიორიტეტები და გიორგი გახარიას გზავნილები კერძო სექტორს - ბიზნესსაქმიანობის არეალი ეპიდვითარების შესაბამისად გაფართოვდება; ეკონომიკის სამინისტრო სუბსიდირების პროგრამას აფართოებს; • უნივერსიტეტის დამაარსებელი - პირველი არხის დოკუმენტური ფილმი კორნელი კეკელიძის შესახებ და უნიკალური კადრები ოქროს ფონდიდან; დიდი მეცნიერის წინააღმდეგობებით აღსავსე გზა, „ორი ცხოვრება“ და მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო