MOE: გარემოს დაცვის შესახებ ჟურნალი


საბავშვო ცენტრ „მულტი-პულტიში\" გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ჟურნალ „პოპკორნის\" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებას.
ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი თემაა, როგორ შევინარჩუნოთ სუფთა გარემო დედამიწაზე, ვასწავლოთ ბავშვებს, რა აბინძურებს ბუნებას და რა უქმნის საფრთხეს მათ ჯანმრთელობას, როგორ გამოვიყენოთ სწორად ენერგია და რესურსები. თემები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული და გასართობი თამაშები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა განაწილებული. „პოპკორნის\" პირველ ნომერში არის 2012 წლის 3D კალენდარი - ბუნების და სუფთა ჰაერის მოყვარულებს \"ტროპიკულ ჯუნგლებში\" გაასეირნებთ, ასევე, ბავშვებს შეუძლიათ მატარებელი და ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა ააწყონ. „პოპკორნი\" საქართველოს იმ იშვიათ ცხოველებზე მოგიყვებათ, რომლებიც გადაშენების საფრთხის პირას არიან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის \"ბეღურების\" აღსაზრდელებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასევე, გაიმართა \"ბეღურების\" აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა.
ჟურნალი არასამთავრობო „ეკოხედვას\" მხარდაჭერით საერთაშორისი სასკოლო პროექტ SPARE-ს ფარგლებში გამოიცა. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს.

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან