MOE: თბილისის ბოტანიკურ ბაღში აქცია ,,ბაღის ფრინველთა საათი'' გაიმართა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. ღონისძიება განხორციელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში 22 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით. კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი\", რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეები აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს, უკვე მეხუთე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა საჯარო სკოლის 1000-ზე მეტ მასწავლებელს, რის შედეგადაც ღონისძიებაში ჩაერთო 20 000-მდე მოსწავლე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან