აღდგომამდე
აღდგომამდე
რაღაც ხომ უკვე შეიცვალა -
ჩემი თითები, ადრე რომ მინდორს
მაქმანებში ამინანქრებდნენ, უკვე შავია -
ფიქრის ლექებმა გამოჟონეს
თვალის მწვანე კაკლებიდან - წენგოებიდან.
დღეიდან მეტად დაბნელდება -
ძვლების სინუსებს ვეღარ შევცვლი,
ეს კარგად ვიცი,
როგორც ვიცი, ჩემი დობილი
უკვე აღარ მიმატოვებს -
ის შესვამს ჩემს კანს - მოტკბო კეფირს.
ჩვენი გველური მოქნილობა მიწის ზევით
ადამიანებს გააკვირვებდათ.
მე მათ წავართვი სიამოვნება -
ფიცრებს შორის ვერ დამინახონ,
როგორ ვილევი - როგორ ვიზრდები
თმის ძირიდან, ფრჩხილებიდან - კალციუმიდან.
როგორ ვიშლები.
მიწამ პირველად მიერთგულა
გამყინავად მუნჯია ჩემზე.
ვიკვებებით.
მე კი ჯერ უნდა შევიკუმშო,
რომ გავიზარდო კენკრის ეკლად,
სარეველად, ასკილის ბუჩქად.
მანამდე კი
წარსულისკენ გაშვერილი სუსტი ფარანი -
ჩემი კანიდან ფოსფორი ჟონავს.
და მებნევიან თქვენი სიტყვები -
მე მათ, ყველას დავიტოვებ, დავიმახსოვრებ.
ყინულად გავზრდი - არ გაიხრწნას.
და შევინახავ.
უტალახო შიშველი ძვლების დასაფარად
აღდგომამდე,
როცა ღმერთიც შეიცვლება.
(„მეტალის პეპელა“, 2007, გვ. 162-163)
ჩემი გვერდი: / darejan.sumbadze
Dare Sumbadze-ის სხვა ვიდეოები
00:23
გალაკტიონ ტაბიძე ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს"
02:19
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარ...
02:58
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
01:27
შობამდე
02:39
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მან...
01:22
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
05:06
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
01:47
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომ...
მსგავსი ვიდეოები
აღდგომამდე გზაა გასავლელი - თამუნა ბაღდავაძე
ქრისტიანული არხი • Christian Channel
ჯვარცმიდან აღდგომამდე
ქრისტიანული არხი • Christian Channel
ევქარისტიიდან აღდგომამდე- მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე
THEODORE OF TARSUS-DLC
გოლგოთის გზიდან აღდგომამდე - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი იერუს...
TV IMEDI
მეუფე ნიკოლოზი - 4.ლაზარეს შაბათი, წმ. დანიელ პერესლავლელი,...
Nicholas Metropolitan
რუსთავის ახალი სასაფლაო 2022 წლის აღდგომამდე რამდენიმე დღით...
info rustavi
თოქ-შოუ "დიალოგი" - 07/03/2014 (ნაწილი მეორე)
ტელეკომპანია თანამგზავრი
როგორ იკერება ბურთი ლელოსთვის
რადიო თავისუფლება