სამაგიერო
სამაგიერო ვკბეჩ ვაშლს და ვფიქრობ ყველა წინამორბედზე, ვისაც ასეთი - წითელი, ან არაასეთი - ყვითელი, მწვანე, პატარა, სავსე, სისხლიანი... ვაშლი ჩაუკბეჩავს. ვკბეჩ ამ ვაშლს, როგორც ჩემი უპირველესი წინამორბედი და ვიმეორებ ჩემ წილ მაცდურ სიამოვნებას განგების ხელით გამოწვდილს - მე, ვინც ერთი მათგანი ვარ - ჩემი წილი ქარით ქარის წისქვილიდან. ჩემი წილი ქვიშის ნამცეცით მარადიული ქვიშის საათიდან. ჩემი წილი სისხლის წვეთით ცხოვრების ხის ცალი ალუბლის ნაწურიდან. ჩემი წილი უმისობით მისი სხვაგან ნაპოვნი ბედნიერებიდან. ჩემი წილი უსიზმრობით უძილო ღამეებიდან. ჩემი წილი სიცოცხლის უნარით ძველი ნაღვინარი ცარიელი დოქიდან. ჩემი წილი მზით, წყლით და მინერალური ნივთიერებებით ვაშლის ხის იმ მიწიდან - ჩემი წილი ამ პატარა ულუფისთვის... ახლა რომ ვკბეჩ და ვიხსენებ შენს ძარღვიან თეთრ ხელს - მდინარიან ღრუბელს, ღმერთო, რომლითაც გამომიწოდე ჩემი წილი სიცოცხლე, რომ მენახე ასეთი წარბაზიდული, ვიდრე ჩემ წილ სამოთხეს უკან დაგიბრუნებდი. (კრებულიდან ,,მეტალის პეპელა") ჩემი გვერდი: / darejan.sumbadze
Dare Sumbadze-ის სხვა ვიდეოები
00:23
გალაკტიონ ტაბიძე ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს"
02:19
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარ...
02:58
დარეჯან სუმბაძე. 02. ჩქამი
01:27
შობამდე
02:39
დარეჯან სუმბაძე. 06. თრომბოციტოპენია. მალაიური მან...
01:22
დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში
05:06
დარეჯან სუმბაძე. 12. ვნების შობა: 39.9
01:47
დარეჯან სუმბაძე. 07. ჩემი სპონსორი. საბაზრო ეკონომ...
მსგავსი ვიდეოები
სამაგიერო
the killer
სამაგიერო სიკეთე
my3kids. nat
სამაგიეროდ, Iphone აქვს (მეტი პოზიტივი ერო)
More Positive
სამაგიეროდ შენ ხარ!
PR Academy PR აკადემია
სამაგიეროდ გულით მღერის ;D
nestan zviadauri
სამაგიეროდ კაცია (ცხელი ძაღლი)
გიგა წიქარიძე
სამაგიეროს გადახდა
Lukas_Farm
სამაგიეროს გადახდა
ALL We NeeD