გამგებლის ცემის ფაქტზე მოწმე დაიკითხა

11/14/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიას ცემის ფაქტზე საქმის განხილვა დაიწყო. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, გამგებლის წარმომადგენელი ლადო ქვარცხავა დაიკითხა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ ნიკა ჭურღულიამ ბეჟან ჭურღულიას ფეხი ჰკრა, თუმცა მოწმე ფიქრობს, რომ გამგებელისთვის მას ტკივილი არ მიუყენებია.

„ერთადერთი იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაარტყა ისევ ახალსოფლის მცხოვრებმა,“- განაცხადა ქვარცხავამ.

დღესვე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სხვა მოწმმეებიც უნდა დაეკითხათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

,,მოწმემ ამ ეტაპისთვის აღნიშნა ის გარემოებები, რაც სინამდვილეში არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. რაც შეეხება ნიკა ჭურღულიას, ის არ ცნობს ბრალდებას,''- აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.

ადვოკატის თქმით, სხვა მოწმეების დაკითხვის შემდეგ დადგინდება, რომ ნიკა ჭურღულიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

ცნობისთვის, სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიასა და ნიკა ჭურღულიას შორის ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. ნიკა ჭურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. სოფლის გამგებლის მტკიცებით, მას სცემეს, რასაც ბრალდებული უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. \"ენმ\"-ის წევრების მტკიცებით, აღნიშნულის მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება იყო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან