ქობულეთში სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები 15 წლის დავით როყვას გატაცებისა და ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვეს. სოფლის მცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული აქვს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და სოფლის გამგეობას სთხოვეს, ფაქტით დაინტერესდეს და რეაგირება მოახდინოს. დავით როყვას მეზობლები ამბობენ, რომ არასრულწლოვანს სხვა ქალაქის ან სოფლის მცხვრებლები არ გაიტაცებდნენ და ამ ამბავში ადგილობრივის ხელი ურევია. სოფელ ლეღვას რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე არ იმყოფებოდა. ყოფილი გამგებელი, ახლა უკვე ნაც.მოძრაობის შტაბის წევრი ირაკლი ტაკიძე კი ამბობს, რომ ფაქტის გამოძიებით თავადაც არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ \"ქართული ოცნების\" აქტივისტის შვილი, დავით როყვა 26 სექტემბეს,ღამით 2 ნიღბიანმა გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube