რაიონული საავადმყოფოს ყოფილ...
რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობას ხანძარი გაუჩნდა. დღეს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოს ძველ შენობას სადაც დევნილები შესახლებას ითხოვდნენ, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დევნილები კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან, თუმცა მათი განცხადებით ცეცხლი შენობას საავადმყოფოს მეპატრონემ შეგნებულად წაუკიდა. მედიასთან მომხდარზე სამაშველო სამსახურის მორიგე მაშველი კახაბერ აკობია საუბრობს.მისი განცხადებით გამოძახების წუთიდან საავადმყოფოს ეზოში 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე კომენტარი გააკეთა დაცვის სამსახურმაც, მისი თქმით ცეცხლი დევნილების მიერ შეგროვილ ნაგავს გაუჩნდა. რაიონული საავადმყოფოს ეზოში მდებარე ძველ შენობაში დევნილები რამდენიმე დღის წინ შეიჭრნენ, საცხოვრებელ ფართს სულ 22 ოჯახი ითხოვდა. დევნილების მიერ შჭრის ფაქტები საავადმყპფოს შენობის გარდა კვირის დასაწყისშიც დაფიქსირდა. დაახლოებით 15 დევნილი ყოფილი კოლეჯის შენობაში შეიჭრა და საცხოვრებელი ფართი დაიკავა. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, რომელიც საცხოვრებელ ფართს სახელმწიფოსგან ითხოვდა არ თმობს პოზიციას და დაკავებული ფართის დაცლას არ აპირებს. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილების ნაწილი მინიჭებული ქულებით უკმაყოფილოა
Radio Atinati
სუბარი საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებზე: შანტაჟით ვერაფერ...
Radio Atinati
დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ანაკლიაში დაუპირისპირდ...
Radio Atinati
დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვ...
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიამ მოინახულა
Radio Atinati
მინისტრის მოადგილე: დევნილები ბინებს ეტაპობრივად მიიღებენ
Radio Atinati
საკუთარ სამშობლოში მუდმივი საცხოვრებელის ძიებაში
Radio Atinati