მიხეილ გიორგაძე ირმა შარიქაძის გამოფენის დახურვას დაესწრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირმა შარიქაძის გამოფენის დახურვას დაესწრო. ქართველი ფოტოგრაფის ცნობილ პროექტს „წერილები“, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა „M17”-მა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლა. ირმა შარიქაძის გამოფენა კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო. 2010 წელს, ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ საავტორო პროექტს „წერილები“, დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, გალერეაში „GMG“ და 2013 წელს სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „ERARTA“. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 18 ფოტო და ვიდეოარტს „ფრიდას სიზმარი“, ინსტალაციას „ფრიდა მარიცა“ და მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილ მისტიფიცირებულ მიმოწერას ფრიდასა და მის წარმოსახვით დას - მარიცას შორის. ფრიდას და მარიცას როლს ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე ასრულებს. პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის ემალის უნიკალური სამკაულები. გამოფენის ექსპონატების უმრავლესობა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და კერძო კოლექციონერებმა შეიძინეს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ირმა შარიქაძის ნამუშევრების გამოფენა კიევში
culturegovge culturegovge
ირმა შარიქაძის პროექტი "წერილები"-კულტურის სამინისტროს მხარდ...
culturegovge culturegovge
ნოდარ დუმბაძე - 87 პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გურიაში
culturegovge culturegovge
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტ...
culturegovge culturegovge
„სუხიშვილები“ 7 0 - საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი
culturegovge culturegovge
სულხან ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცე...
culturegovge culturegovge
ქართული პროგრამის პრეზენტაცია ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
რუსთაველის დღეები ახალციხეში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“
culturegovge culturegovge