ირმა შარიქაძის ნამუშევრების გამოფენა კიევში
20 მაისს, კულტურის სამინისტროში ირმა შარიქაძის გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრშია დაგეგმილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას პროექტის ავტორთან, ირმა შარიქაძესთან ერთად გაუძღვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ირმა შარიქაძის ცნობილ პროექტს „წერილები“ 27 მაისიდან 9 ივნისამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „M17” უმასპინძლებს. 2010 წელს, ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ საავტორო პროექტს „წერილები“, დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, გალერეაში „GMG“ და 2013 წელს სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „ERARTA“. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 18 ფოტო და ვიდეოარტს „ფრიდას სიზმარი“, ინსტალაციას „ფრიდა მარიცა“ და მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილ მისტიფიცირებულ მიმოწერას ფრიდასა და მის წარმოსახვით დას - მარიცას შორის. ფრიდას და მარიცას როლს ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიზე ასრულებს. პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის ემალის უნიკალური სამკაულები. გამოფენის ექსპონატების უმრავლესობა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და კერძო კოლექციონერებმა შეიძინეს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ირმა შარიქაძის პროექტი "წერილები"-კულტურის სამინისტროს მხარდ...
culturegovge culturegovge
როგორია ირმა შარიქაძის ცხოვრება ფოკუსში?
Music Box
ირმა შარიქაძის გამოფენა "ფესვები" "მერსედეს ბენცის" მოდის კ...
TV IMEDI
ირმა შარიქაძის პერფორმანსი ,,ბოშა ვარ''
შუადღე GDS / shuadge GDS
ირმა შარიქაძის პოტენციური მოდელი
BSinfo ბიესინფო
ირმა შარიქაძის ფოტო გამოფენა და ახალი დოკუმენტური ფილმი
TV IMEDI
ფოტოგრაფ ირმა შარიქაძის გასტრონომიული გამოფენა ,,სირჰა 2019'...
TV IMEDI
ფოტოგრაფ ირმა შარიქაძის პერფომანსი და ფოტოპროექტი “მე ვარ ბო...
კომუნიკატორი / C სტუდია