სულხან ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი
7 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. წელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის და ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის სულხან ცინცაძის (1925–1991) საიუბილეო წელია – მას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის საკვარტეტო მინიატურები და უკვდავი კინომუსიკა, როგორც ფრაგმენტული ვიდეოკოლაჟების სახით, ასევე საკონცერტო ვერსიებით. ღონისძიებაში მონაწილეობნენ სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, მომღერლები, სიმებიანი კვარტეტი და ბენდი. კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას უზრუნველყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა. კონცერტში მონაწილეობდნენ: ს. ცინცაძის სახ. სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშვილის, ნოდარ ჟვანიას და ოთარ ჩუბინიშვილის შემადგენლობით, თემურ მაისაშვილი (არანჟირებები, ელექტროპიანო), რიტმ–ჯგუფი: ნიკა ადიკაშვილი (ფ–ნო), უჩა მეტრეველი (გიტარა), ლევან დეისაძე( ბას–გიტარა), თამარ, სოფო, თინი ჭოხონელიძეები, მარიამ როინიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ლაშა რამიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, „4 გია“, 2 სექსტეტი ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით, ანსამბლი „უნივერსიტეტი“, საბავშვო სტუდიები „ბზიკები“ და „მხიარული ნოტები“. საღამოს გაუძღვა ავტორი, ირმა სოხაძე. რეჟისორი ნუგზარ ჩხაიძე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
”სიმებიანი კვარტეტის” 50 წლიანი სასცენო მოღვაწეობა
შუადღე GDS / shuadge GDS
სულხან ცინცაძის კინომუსიკის კონცერტი / Sulkhan Tsintsadze M...
Vakhtang Kakhidze
გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუ...
TV IMEDI
მაღაზია სათევზაო კლუბი Fishing Club
N1 FISHING
გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუ...
TV IMEDI
გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუ...
TV IMEDI
#დღისკოდი სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელენე თავართქილაძე - "შემოდგომის ნისლია" Elene Tavartkiladze...
Sofia Nioradze