„სუხიშვილები“ 7 0 - საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი
27 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „სუხიშვილების“ საქველმოქმედო კონცერტი გაიამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 2015 წელი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დასის საიუბილეო თარიღია. ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები,სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. 27 ივნისის, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში ასევე გაიმართა გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ანსამბლის 70 წლის არსებობის განმავლობაში შექმნილი სასცენო კოსტიუმები, ფოტო-ვიდეო მასალა და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი სხვა რეკვიზიტები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
khevsuruli sukhishvilebi / ხევსურული სუხიშვილები / хевсурули...
Levan Gejadze
juta suxishvilebi live 2016 / ჯუთა სუხიშვილები - Le one Emo...
Levan Gejadze
მამულიშვილ მზეკაბანის საიუბილეო საღამოზე „სვანური ლეგენდა''...
Mamulishvil • მამულიშვილი
კულტურის მინისტრი ანსამბლ „სუხიშვილებს" ეწვია
culturegovge culturegovge
კეღოსვილები-საგასტროლო რეპეტიცია ცეკვა ყაზბეგური kegoshvileb...
ანსამბლის არხი • Ansamblis Arkhi
სუხიშვილები - საქართველო (თავისუფლების დაუმარცხებელი ენერგია...
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo
C H I L L V I B E S ⁴ | Chill \u0026 aesthetic music (8D AUD...
ალეკო
"პიკის საათი" 26.06.15 სუხიშვილები -70
Georgian Public Radio