გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი ხდომა გაიმართა


✅17 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

▶️მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

✔️შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელის შემადგენლობაში გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან. ჯგუფის წევრები, ვიცე-გუბერნატორის, ალექსანდრე მეტრეველის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელებენ და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.

➡️სხდომის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის შექმნის საკითხს. დაისახა კონკრეტულად განსახორციელებელი გეგმები, რომელიც პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.
#ქვემოქართლი2018
#საკონსულტაციოსაბჭო2018
#ინფრასტრუქტურა2018
#გუბერნატორი2018
#გრიგოლნემსაძე2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან