საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში.


▶️24 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინიტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი უძღვებოდა.

▶️გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები განიხილა.

▶️საუბარი შეეხო რეგიონში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

▶️სხდომის მიმდინარეობისას პრეზენტაცია გამართეს ორგანიზაცია ,,ინიციატივა რეგიონალური განვითარებისათვის“ წარმომადგენლებმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის ,,ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე.

▶️მხარის გუბერნატორი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
#ქვემოქართლი2018
#საკონსულტაციოსაბჭო2018
#გუბერნატორი2018
#გრიგოლნემსაძე2018
#პროექტები2018
#ინფრასტრუქტურა2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან