ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდა

25.09.2022 01:53

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა მიმოიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ცალკეული საკითხები. ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემას. შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ეხება ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებას და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანას და შემდგომ უკანონო გადაცემას, წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო ქართულ მხარესა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაზატ შამიმ ხანი, საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალურ შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება. ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვა. PROSECUTOR GENERAL OF GEORGIA IRAKLI SHOTADZE MEETS WITH NAZHAT SHAMEEM KHAN, DEPUTY PROSECUTOR OF THE INTERNATIONAL CRIMINAL COURT https://pog.gov.ge/en/news/saqarTvelo...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საერთაშორისო კონფერენცია
01:48

საერთაშორისო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ
03:39

სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას...

საქართველოს პროკურატურა

0

0

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა
03:30

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების გა...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
02:50

საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კა...

საქართველოს პროკურატურა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
02:20

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის...

საქართველოს პროკურატურა

გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა
07:37

გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ
01:56

საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო