გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა

15.10.2021 02:20

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრებისთვის შეფასების სისტემის; რანგირების სისტემის; სტაჟირების სისტემის; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების; ოჯახური დანაშაულის; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ქონების ჩამორთმევის, კორუფციული დანაშაული IBM-12 პროგრამის და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები გამართეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის მჭიდრო, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები და მართლმსაჯულების მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი შოთაძე: "ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის სტუმრობა, ჩვენთვის აზერბაიჯანი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენს ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ფულის გათეთრება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა კატეგორიის მნიშვნელოვანი დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, რაც მთავარია დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისა და საქართველოს პროკურატურებს შორის ურთიერთთანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში უფრო გაძლიერდება". აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს მასპინძლობისთვის. მან ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. სრულად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-g...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
02:06

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის...

საქართველოს პროკურატურა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა
02:22

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოსამართლე მარკ სპეისერს...

საქართველოს პროკურატურა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა
03:41

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს,...

საქართველოს პროკურატურა

გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო
04:09

გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პი...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს შეხვდა
01:51

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსა...

საქართველოს პროკურატურა

ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
02:23

ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე  სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა
00:33

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე  სახელმწიფო ი...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორი  ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს შეხვდა
01:08

საქართველოს გენერალური პროკურორი ბუენოს აირესის გენერალურ პ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო