სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ

14.04.2021 03:39

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სპეციალიზებულ პროკურორებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად სპეციალიზებული კადრების მომზადებას. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მისივე თქმით, სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე პროკურორების სპეციალიზაცია უწყებას შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას. „ჩვენი მიზანია აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლება და ვფიქრობთ, რომ სპეციალიზაცია ამისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მიმართულებით, მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/sqesobrivi-Ta...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სქესობრივი დანაშაულების კომენტარების პრეზენტაცია
01:29:17

სქესობრივი დანაშაულების კომენტარების პრეზენტაცია

Sapari Union

სქესობრივი დანაშაული და ხარვეზები მართლმსაჯულების სისტემაში
01:34

სქესობრივი დანაშაული და ხარვეზები მართლმსაჯულების სისტემაში

Formula News

2018 წელს შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა
00:26

2018 წელს შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დ...

TV 25

დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
00:45

დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სქესობრივი დანაშაულის რაოდენობა 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვეთრად გაიზარდა
04:59

სქესობრივი დანაშაულის რაოდენობა 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

სამეგრელოს პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:30

სამეგრელოს პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:16

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაული...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული
03:48

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაული...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო