სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა
პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. განსახორციელებელი ცვლილებების ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნის და აღნიშნული პროექტი პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა მხარდაჭერილი. ღონისძიება გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ლენა ოუენსმა გახსნეს. გენერალურმა პროკურორმა ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოტანის მიზანზე და იმ შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში ამოქმედების შემდგომ იქნება მიღწეული. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის მხარდაჭერისთვის და კანონპროექტის დამუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აღნიშნული ღონისძიების და აშშ-ში სასწავლო ვიზიტის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც პროკურატურას მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა აშშ-ში ელექტრონული მონიტორინგის კუთხით ბრალდებულების ქცევის კონტროლს. ირაკლი შოთაძის თქმით, აღნიშნული გამოცდილება პროკურატურას საკანონმდებლო ინიციატივის ფორმირებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. სრულად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპ...
GeN PUD
პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპ...
GeN PUD
ვენეციის კომისიის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვეტო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
TV IMEDI
პატიმრობა ჩვენების შეცვლისთვის
საუკეთესო სიუჟეტები