პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს (მაესტრო)
"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა " და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია "ჩემი რეპრესია შენი რეგრესია" გამართეს და ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და შეძენა/შენახვისთვის დაწესებული პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. პროკურატურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ავტორობით მომზადებული ცვლილებათა პაკეტი დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განიხილეს. კანონპროექტის შინაარსი არასამთავრობო ორგანიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორებისა და წევრების თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და ნარკომანიის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება. ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის გურამ იმნაძის თქმით, კანონპროექტი ხარვეზიანი და მოუმზადებელია. იმნაძე ამბობს, რომ ცვლილების მიუხედავად, ძალაში დარჩება ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარებისთვის დაწესებული არაგონივრული სასჯელი. აქციის ორგანიზატორების პროტესტს და პრეტენზიებს არ იზიარებს იუსტიციის მინსიტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის შესარბილებლად პროგრესული ნაბიჯები იდგმება და ერთმანეთისგან გასაღებისა და შეძენა/შენახვის მუხლები იმიჯნება. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, კანონში შესატანი ცვლილებების მოთხოვნით აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. http://www.tabula.ge/ge/story/95568-p...
GeN PUD-ის სხვა ვიდეოები
#არასტიგმას - React ის სოციალური კამპანია
03:49
კიდევ ერთი ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი მოქალაქე დ...
49:38
უნდა იყოს თუ არა სუბუტექსი ნარკოტიკების სიაში?
41:37
საღამოს პიკის საათი.ნარკო პოლიტიკის აქტუალური საკი...
02:39
24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე! - თამა...
01:31
სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" იუბილე
01:05
პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელისუფლების ნარკოპოლ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპ...
GeN PUD
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში პარლამენტის ყ...
Rioni.TV
ახალი 3 | აქცია პარლამენტის ყოფილ შენობასთან | 02.06.13
GeoArchive
ანათემით მუქარა და საპროტესტო პარაკლისი თბილისში მღვდლების ა...
netgazeti ge
გიორგი ვაშაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ვკვდები როგორც ქალაქი” | ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
„ვკვდები როგორც ქალაქი“ — აქცია ქუთაისში
Formula News