სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები - შეფასებები
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. მათ შორის იყო მთავრობის ადმინისტრაცია და მშვიდობის ხიდი. მშვიდობის ხიდზე აქციის გამართვა ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების იდეა იყო. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები მართავდნენ. აქციები მიზანი სააკაშვილის მხარდაჭერაა, ისინი მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ორივე აქციის მონაწილეებს ჟურნალისტების იმ შეკითხვაზეც უწევდათ პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩატარდა აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. „თავისუფლება მიშას“, „ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“- ამ შინაარსის პლაკატებით შეიკრიბნენ ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად. ისინი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც, პარლამენტის ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთანაც შეიკრიბნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პარტიებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ და მისი გათავისუფლება მხოლოდ სააკაშვილის პარტიას სურს. ალუდა ღუდუშაურის განცხადებით კი, მნიშვნელოვანი დღესასწაულის, პატრიარქის საიუბილეო თარიღების აღნიშვნის ფონზე, ადამიანები, ვისაც ქვეყნის კეთილდღეობა არ უხარიათ, ყურადღების მიღმა დარჩნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 23 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია თავისუფლების მოედანზე და პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები უცხოეთში
ტვ პირველი • TV Pirveli
სენაკსა და ქედაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
"გადაარჩინე მიშა!" | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
პირველები - საინფორმაციო გამოშვება LIVE ⭕
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster