პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს (ტაბულა)

04/27/2015
GeN PUD-ის მიერ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია \"ჩემი რეპრესია შენი რეგრესია\" გამართეს და ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და შეძენა/შენახვისთვის დაწესებული პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. პროკურატურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ავტორობით მომზადებული ცვლილებათა პაკეტი დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განიხილეს. კანონპროექტის შინაარსი არასამთავრობო ორგანიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორებისა და წევრების თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და ნარკომანიის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება.

ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის გურამ იმნაძის თქმით, კანონპროექტი ხარვეზიანი და მოუმზადებელია. იმნაძე ამბობს, რომ ცვლილების მიუხედავად, ძალაში დარჩება ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარებისთვის დაწესებული არაგონივრული სასჯელი.

აქციის ორგანიზატორების პროტესტს და პრეტენზიებს არ იზიარებს იუსტიციის მინსიტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის შესარბილებლად პროგრესული ნაბიჯები იდგმება და ერთმანეთისგან გასაღებისა და შეძენა/შენახვის მუხლები იმიჯნება.
http://www.tabula.ge/ge/story/95568-p...

ვიდეოები „GeN PUD"-ისგან