0
„აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში - გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ“ - თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ევროპის საბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გახსნა. ირაკლი შოთაძემ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და განხილვის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელების პერსპექტივებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკის სამინისტრო მონოპოლიას ახალისებს 27 11 17
Stop Corruption
როგორ ნახოთ უფასოდ ვინ გამოგიგზავნათ NGL შეტყობინებები |ნახე...
Solution Exclusive
"ხალხისადმი ასე მიმართვა არ შეიძლება" - ილიას ზუროსის მუშაობ...
ტვ პირველი • TV Pirveli
გაკვეთილი 33
Oleg Dangadze
საახალწლო
merry bendeliani
ინგლისური ენის შესწავლა ასევე
Georgian
როგორ ვცეკვავ მოგწონთ მაშინ ლაიქები მოაყარეთ
გიორგი გელაშვილი
ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა ოპოზიციაზე | ნუგზარ წი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi