მიხეილ გიორგაძემ რაბათის ციხე და ახალციხის მუზეუმი მოინახულა

03/29/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რაბათის ციხე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი მოინახულა. ახალციხის მერთან გიორგი კოპაძესთან ერთად, მინისტრს მუზეუმის დირექტორმა ციური ლაფაჩმა მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა.სტუმრობის ფარგლებში, მათ სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი ახალციხეში, 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი. დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.



http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან