როგორი გამგებელი უნდა ჰყავდეს თელავს? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გამგეობებიდან გამგებლების როტაციის პროცესები გახშირდა. მოსახლეობის ნაწილი მათ არაკომპეტენციაზე საუბრობდა, ნაწილი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიანიშნებდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქცენტს, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულებასა და მენეჯმენტულ თვისებებზე აკეთებენ. არასამთავრობო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ რაიონის ხელმძღვანელი აუცილებლად თელაველი უნდა იყოს, ფლობდეს კანონებს, იყოს კრეატიული და იცნობდეს საკუთარ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს. კიდევ რა აუცილებელ თვისებებზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორი გამგებელი სურთ მოქალაქეებს? თემით კახა კუპატაძე დაინტერესდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gfxuyS
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gfxuyS