ლალი ანთია: მეორე ტურში არ უნდა გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნებამ“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი ლალი ანთია, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მეორე ტურში ხმა არ მისცენ „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახებ მან ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ადრე ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა ახლა მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებს, რადგან მათ არც ერთი დანაპირები არ შეასრულეს. „მე ვიცი, რომ არ ვიქნები არც გამგებელი, არც გუბერნატორი და არც პრეზიდენტი, მაგრამ მე მინდა, რომ ოცნებას ხმა არ მივცეთ და მხარი არ დავუჭიროთ. სალომე ზურაბიშვილი იგივე ოცნებაა. ყველაზე პირველმა ოცნებას მე დავუჭირე მხარი და მე გადავეფარე ბიძინა ივანიშვილს. ავადმყოფობა რომ მაქვს დღეს და ვარ ამ მდგომარეობაში, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა. მითხრან, რა დავაშავე მე, ჩემმა ოჯახმა. სახელმწიფო ბიუჯეტი მივითვისე? ტენდერებში მივიღეთ მონაწილეობა, რამე გავყიდეთ, ვიყიდეთ, გადავთხარეთ ეს ორმოები, თუ სარდაფში ჩავიყვანეთ ვინმე? სანამ ამას არ მეტყვიან, მე ვიქნები პირველი დაუძინებელი მტერი. მე პირადად კი არა, ყველა ნაწყენია, ჩემს გარშემო ვინცაა. არა „ქართულ ოცნებას!“, - ამბობს ლალი ანთია. მისივე ინფორმაციით, სოფელ ოდიშის #57 საარჩევნო უბანზე კარუსელი დაატრიალეს. გაყალბებაში ანთია ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს სოსო გოგოხიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ე.წ კარუსელის მეშვეობით აღნიშნულ უბანზე მათ 50 ხმის ჩაგდება მოახერხეს. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარე ნაირა ბახტაძე მათ ემუქრებოდა. „57 უბანზე ვიყავი დამკვირვებელი, როგორც ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩვენი ძალისხმევით და ჩხუბით ვერ მოახერხეს მეტი ხმის ჩაგდება. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები ფიქრობდნენ ტოტალურად გაეყალბებინათ არჩევნები. მოძრაობდა ერთი ბიულეტენი, რომელიც გარეთ გაიტანეს და ხელიდან გამოვგლიჯეთ. საჩივრის დაწერას არ ჰქონდა აზრი, საჩივრის დაწერა არის ჩვენი დაცინვა. თავმჯდომარე გვაყენებდა შეურაცხყოფას, გვაშინებდა და გვემუქრებოდა, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბიძაშვილი ვარო. სოსო გოგოხიასთვის იყო დავალებული, რადგან 120 ხმა აკლდებოდათ. მას ვალდებულება ჰქონდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ლაშა გოგიასთან, რადგან ჩართულია ტენდერებში. ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდელებს მაშინ დასცინა, როდესაც ქრთამის აღებაში მხილებული გოგია ისევ თანამდებობაზე მოიყვანა“, - ამბობს ანთ რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშირდება
Radio Atinati
ლალი ანთია smo.ge-ს ფუნქციონირების შეჩერებას მოითხოვს
Radio Atinati
ლალი ანთია: ერთ კვირაში გავასაჯაროებ, ვინ წაართვა წყალი რიყე...
Radio Atinati
ლალი ანთია - ბიძინასთან წავალ და ვეტყვი ყველაფერს
STV NEWS
ზუგდიდში ბაქრაძის დასახვედრად განსაკუთრებული ზომებია მიღებულ...
Livepress. ge
ინგა ქარდავას ბრიფინგი
Livepress. ge
"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარი...
odishitv
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...
Radio Atinati