პროცესი · Der process გადაცემების ციკლი "საქართველოს დაბადება". ეპიზოდი XXXVII ბესარიონ გუგუშვილის

05/28/2020

ბესარიონ პ. გუგუშვილი -ზე ბევრი რამე მქონდა გაგებული, სანამ მასთან გადაცემის ჩაწერას გადავწყვეტდი.

ბატონი ბესარიონი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრი იყო, თან გაჰყვა დევნილობაში პირველ პრეზიდენტს და მისი გარდაცვალების ღამესაც მის გვერდით იყო.

ჩვენი საუბრის განმავლობაშიც, სტუმარი არ მალავდა პატივისცემას და მხარდაჭერას პირველი პრეზიდენტის და მისი პოლიტიკის მიმართ.

საქართველოში პოლიტიკური მოტივებით, არაერთხელ შექმნილა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემსწავლელი სხვადასხვაგვარი კომისიები, რის წინააღმდეგაც ჩემი სტუმარი სულ აფიქსირებდა საპროტესტო მოსაზრებებს, რადგან ამბობდა რომ ის იყო მოწმე ამ შემთხვევის და ეს იყო თვითმკვლელობა და არა მკვლელობა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ამ საკითხზე, ბატონი ბესარიონის ვერსიის მჯერა, ამ თემაზე ბევრ საუბარს ისედაც არ ვაპირებდი, თუმცა მაინტერესებდა რა არის მისი აზრით საჭირო, რომ ამ საქმეზე კითხვები გაქრეს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე საუბარი.
ასევე მაინტერესებდა, სტუმრის თვალით დანახული საბჭოთა საქართველო და ის გზა თუ როგორ მივედით დამოუკიდებლობამდე.

როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რა პოლიტიკური თამაში იყო იმ პერიოდის მსოფლიოში საქართველოს კონტექსტში, ვინ იყვნენ მაშინ ჩვენი მეგობრები და მტრები და რა იყო მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი გამოწვევა.

მაინტერესებდა როგორი იყო პირველი ხელისუფლების ეკონომიკური ხედვა და რა შეცდომები დაუშვა პირველი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

გარდა ამისა ვიცოდი, რომ სტუმარს ბევრი ადამიანისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე (საკმაოდ გასაგებად აკრიტიკებს ამერიკულ პოლიტიკას, ახალ შექმნილ საბჭოთა რესპუბლიკებთან დაკავშირებით) და მაინტერესებდა რატომ ჩამიუყალიბდა ასეთი შეხედულება.

ვიცოდი რომ ადვილი რესპოდენტი არ იქნებოდა და მაშინ როცა პირველად დავუკავშირდი გადაცემის ჩასაწერად, დეტალურად ვეცადე ამეხსნა რის გაკეთებას ვაპირებდი.
უარი არ უთქვამს, სხვა გადაცემებს ვნახავო მითხრა და მანამდე შენ გაეცანი მასალებს, რომელიც ჩემი ისტორიის კონტექსტის გაგებაში დაგეხმარებაო.

ბევრი აქვს ნაწერი და ბევრ ადამიანზე აქვს აზრი გამოთქმული ბატონ ბესარიონს, ყველაზე მარტივად მისი მოსაზრებების გაცნობა მკითხველს ამ გვერდზე შეუძლია https://besarion.wordpress.com/
დიდი ხანი ვისაუბრეთ და ბევრ თემას შევეხეთ, არ ვიცი რამდენად შევძელი დისტანციურად საუბრის ისე წარმართვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე, მაყურებელს პასუხების პოვნა შეეძლოს არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს კომუნიკაცია ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო.
ბევრ რამეზე საუბარი ვერ მოვასწარით, განსაკუთრებით მაინტერესებდა სამოქალაქო ომის და აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტებზე საუბარი, მაგრამ ფიზიკურად აღმოჩნდა შეუძლებელი ერთ გადაცემაში.

თუმცა მისი მისაზრებები ამ და სხვა კიდევ ბევრ საკითხზე შეგიძლიათ გაიგოთ თუ მის ბლოგპოსტებს გაეცნობით.

იაგო ხვიჩია

გადაცემების ციკლი \"საქართველოს დაბადება\".

▪️ ეპიზოდი XXXVII

________________________
▪️ თუ გსურთ ჩვენთან ერთად დაწეროთ საქართველოს ახლო წარსულის ისტორია, დააფინანსეთ პროექტი.

პორტალზე:
www.girchi.com/ge/donate

გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ #პროცესი

,,პროცესი“-სთვის შემოწირული თანხით თქვენ ხდებით \"გირჩის\" პარტნიორი და ეს თანხა აგინაზღაურდებათ GeD-ების სახით.

GeD-ების მისაღებად, გადარიცხვის განხორციელებისას შესული უნდა იყოთ პორტალის თქვენს ექაუნთზე..

ვიდეოები „მეტი თავისუფლება"-ისგან