ზედა ეწერში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუქარაში ადანაშაულებენ
ზედა ეწერში არსებული მიწის ფართობის მფლობელები „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნატაშა აფხაზავას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. მესაკუთრეების, მამა-შვილ ანურ და გიორგი ზაქარაიას თქმით, ნაკვეთში აფხაზავა თანმხლებ პირთად ერთად მივიდა და მათ მოსახლეობისთვის სავალი გზის გახსნა მოსთხოვა. მას შემდეგ კი, რაც მფლობელებმა განუცხადეს, რომ ისინი მიწას კანონიერად ფლობენ, აქციებითა და საბოლოოდ საკუთრების წართმევით დაემუქრა. „მოვიდნენ გუშინ. აფხაზავამ თავი წარმოგვიდგინა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა და მოვთხოვა, რომ დაგვეთმო მოსახლეობისთვის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებითა და გზების გადაკეტვით დაგვემუქრა. გვითხრა, რომ საერთოდ ზედა ეწერში არ შემოგვიშვებდნენ და მიწას წაგვართმევდნენ. მე ვუპასუხე, რომ არსებობს სასამართლო და შეუძლიათ მიმართონ მას“, - აღნიშნა ანურ ზაქარაიამ. მესაკუთრეები ამბობენ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრეტენზია არ აქვს და აღნიშნულ ინციდენტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ აფხაზავას მოთხოვნა წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. „არჩევნები მოახლოვდა და უნდათ, ალბათ, ქულების დაწერა. თუმცა, ეს არის კერძო საკუთრება, მსგავსი ფაქტებით ხელი ეშლება სამუშაო პროცესს, რომელშიც 20-მდე ადამიანია დასაქმებული. ამიტომაც ჩვენ დღეს პოლიციაში შევიტანეთ განცხადება ნაკვეთში შემოჭრისა და მუქარის ფაქტზე“, - თქვა გიორგი ზაქარაიამ. მესაკუთრეების ინტერესების კანონიერებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ინციდენტზე საუბრობს გამგებელი ირაკლი თორდია. მისი თქმით, არავითარი საბაბი იმისა, რომ მიწა სავალი გზით შუაზე გაიყოს, არ არსებობს. ჟურნალისტებთან თორდიამ აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივებისგან მსგავსი პრეტენზია ნამდვილად იყო, თუმცა მათთან მისასვლელი ორი გზა თავისუფალია. „ნაციონალები“ შემოიჭრნენ კერძო ტერიტორიაზე და იმუქრებოდნენ, რომ არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. გარდა ამისა, დაუბარეს, რომ მოსახლეობასთან ერთად მოვიდოდნენ. მე, როგორც გამგებელმა, ადგილობრივებს ვკითხე ამის შესახებ, თუმცა მათ უარი განუცხადეს, რადგან ზაქარაიებს კანონიერად აქვთ ეს ტერიტორია დამოწმებული და აქვთ კერძო ბიზნესი და იმის ალბათობა, რომ რამე უკანონო იყოს, არ არსებობს“, - განმარტა თორდიამ. თავის მხრივ, ნატაშა აფხაზავამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, აღნიშნა, რომ სავალი გზის გახსნასთან დაკავშირებით პრეტენზიები მოსახლეობას აქვს. რაც შეეხება მუქარას მიწის წართმევასთან დაკავშირებით, ის მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარჰყოფს. აღნიშნული მიწის ფართობი ზედა ეწერის ცენტრალურ საავტომობილო გზასა და ხერგიანის ქუჩას შორისაა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პირდაპირ გამავალი გზის არქონა მათთვის, უკვე მეორე, წელია, სერიოზული პრობლემაა. მათივე თქმით, მათ 100 მეტრის ნაცვლად კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა უწევთ. „აქ არ შემოდის ტრანსპორტიც. ძალიან რთულია, წვალობს მთელი უბნის მოსახლეობა. რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზიები, თუმცა, მიწის მესაკუთრე უარს აცხადებს გზის გახსნაზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ადგილობრივმა ზინა ფარჯიანმა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს ხერგიანის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრებუ რუსუდან გურჩიანიც. „ხელისფლების წარმომადგენლებს მივმართეთ და დახმარებას დაგვპირდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა. გზა გადაგვიკეტეს. განსაკუთრებით, ასაკოვნებს გვიჭირს. ამხელა გზაზე ტვირთის თრევაც რთულია“, - თქვა გურჩიანმა. ზედა ეწერში, ზაქარაიების კუთვნილ მიწის ფართობზე თხილის პლანცატიებია. გარდა ამისა, კერძო ბინესმენები ადგილზე სამეურნეო საქმიანობასაც აწარმოებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზედა ეწერის გამგებელი: მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება
Radio Atinati
სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს
Radio Atinati
ზედა ეწერში მოცვის გადამამუშავებელი საწარმო მაისში გაიხსნება
Radio Atinati
ზუგდიდის მერი: ზედა ეწერში ხანძარი ლოკალიზებულია
Radio Atinati
სოფელ ზედა ეწერის გამგებელს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Radio Atinati
პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავა...
Radio Atinati
ზედა ეწერი
FreeTVGeorgia
ვის ირჩევს სოფელი ზედა ეწერი 19 მაისს - "კვირას" გამოკითხვა
პორტალი კვირა