სოფელ ზედა ეწერის გამგებელს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის გამგებელმა სევერიანე ბერულავამ ამავე სოფელში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 15 000 ლარი მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სევერიანე ბერულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანაში და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, ბადრი შ-ს შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი. მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5000 ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა" , - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ზედა ეწერის გამგებელი სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. 30 მარტს დააკავეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზედა ეწერში მოცვის გადამამუშავებელი საწარმო მაისში გაიხსნება
Radio Atinati
ვის ირჩევს სოფელი ზედა ეწერი 19 მაისს - "კვირას" გამოკითხვა
პორტალი კვირა
ახალი 6 | ალასანიას შეფასება | 25.09.12
GeoArchive
კონწოლია ტაძარი
Radio Atinati
სოფელ ზედა მახინჯაურში დაწყებითი სკოლა გაიხსნა
Ajara TV
სოფელ ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა | მუნიციპალიტეტის რამდენიმე სო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ხელვაჩაურის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლა
ეტალონი განათლება
რუსი სამხედროები ლომისის ტაძარში
Mtisambebi / მთის ამბები