ვაშენებთ ახალი ტიპის პოლიტიკურ პარტიას, ახალი თაობის პოლიტიკოსები, #მოდიარჩევნებზე

08/22/2021
Free Choice-ის მიერ

თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები #02ოქტომბერი #შემოხაზე26


პარტიის შექმნის ისტორია;

✅ 2017 წელს შევიკრიბეთ სხვადასხვა სფეროს და დარგის პროფესიონალები, სხვადასხვა განსხვავებული ხედვის ადამიანები, რომელებიც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ვიყავით შეშფოთებული.
✅ საქართველო არ არის წარმატებული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებაა, ანუ წარმატებული საქართველო!
✅ 2018 წელს დაფუძნდა სამოქალაქო პოლიტიკური მოძრაობა \"თავისუფალი არჩევანი\", რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.
✅ 2020 წელს პანდემიამ ხელი შეგვიშალა პარტიის რეგისტრაციაში და სხვა პარტნიორებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო სიით, როგორც უპარტიო კანდიდატებმა.
✅2021 წელს, რეგულაციების შემსუბუქების მომენტში ჯანდაცვის სამინისტროს სრული რეკომენდაციების დაცვით , ჩავატარეთ დამფუძნებელი ასამბლეა და დავრეგისტრირდით როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე მივიღეთ საარჩევნო სუბიექტის სტატუსი ცესკო-ში , #26

რატომ #თავისუფალიარჩევანი #ახალიალტერნატივა :

✅ მიგვაჩნია რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, რომელიც სხვადასხვა პარტიის ნიღაბს ამოფარებული, მანიპულირებს საქართველოს მოქალაქეების ბედით, გააღარიბა ხალხი და ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა - გააღრმავა დაპირისპირა, გახლიჩა და შუღლი გააღვივა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის, რათა \"გაყავი და იბატონეს\" პრინციპით მართოს საზოგადოება და შეინარჩუნოს ძალაუფლება (⭕ და არა \"ხელისუფლება\", ვინაიდან ხელისუფლების წყარო ხალხია, ხოლო ამათი ძალაუფლების წყარო მანიპულაცია და სხვის ხარჯზე გამდიდრებაა)

✅ მხოლოდ ერთობა, სიყვარული და სოლიდარობა შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს განვითარების საწინდარი, მიტევება, რადგან ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ როგორც აწმყო ასევე მომავალი.
განსხვავებულობა ჩვენი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ, მაგრამ სამშობლოს გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

✅ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვინც გაიზიარებს ჩვენს პოზიციებს. მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის სოლიდარობის საწინდარი.

✅ თავისუფლება, არის ადამიანის უმთავრესი უფლება, ეს თავისუფლება უნდა იყოს არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ პრაქტიკულად განხორციელებული, თანასწორობა კაბინის წინაშე უნდა იყოს გარანტირებული, ეს არის სწორედ კანონის უზენაესობა, ხოლო სამართლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდივიდს საკუთარი აღქმა აქვს მისი - უნდა სუფევდეს სახელმწიფოში, ანუ უსამართლობის განცდა არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეებს..

✅ ბიპოლარული პოლიტიკა ღუპავს ქვეყანას და სწორედ ეს არის მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური ოლიგარქიული ელიტის ჩანაფიქრი, უნდა არსებობდეს არა \"მესამე\" თუ \"მეოთხე\" ძალა, არამედ მრავალფეროვნება, მ.შ. საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ საარჩევნო ზღვარი უნდა იყოს დაწეული 1%

✅ გამოვყოფდით სახელმწიფო დეცენტრალიზაციის იდეას, ძლიერი ცენტრი ძლიერი რეგიონებით, აუცილებლად არჩევითი გუბერნატორი, მერი თუ გამგებელი, მუნიციპალიტეტის პროკურორი, პოლიციის უფროსი თუ მოსამართლე. ხალხი უნდა ირჩევდეს პირდაპირი წესით!

✅ ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია, ანუ ადგილზე რჩება შემოსავლების 50% მაინც, რა თქმა უნდა, მთა და შემოსავლის მინიმუმის ზღვარს ქვევით მუნიციპალიტეტებს ცენტრალური სუბსიდირება ექნება.

✅ ევრო ატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ერთადერთი პოლიტიკური და ისტორიული არჩევანია დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტიაა და რაც მთავარია - წარმატებული ქართული სახელმწიფოს განვითარების საძირკველი.

პარტიის განვითარების პერსპექტივები:

✅ რახან პარტია შედარებით ახალგაზრდაა , ახალია, მხოლოდ თბილისი და ქუთაისი იქნება წარდგენილი ჩვენი კანდიდატების პროპორციული სია და რამდენიმე მაჟორული ოლქში დავასახელებთ ჩვენს კანდიდატებს,

26 აგვისტოს, საბოლოოდ, პარტიის ეროვნულ კრებაზეზ გადაწყდება მერობის კანდიდატების საკითხიც.

✅ შესაბამისად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, კონკრეტული პროგრამა წარდგენილი იქნება სწორედ 26-27 აგვისტოს

✅ რა თქმა უნდა, ყველა პარტიის, პოლიტიკური გაერთიანების, ამოცანაა ხელისუფლებაში მოსვლა საკუთარი საპროგრამო მიზნების განსახორციელებლად, ამასთან, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები მხოლოდ დასაწყისია, ასე ვთქვათ, \"გახურებაა\" ჩვენთვის და პარტია მიჰყვება დასახულ განვითარების გეგმას და რაც მთავარია ხალხის სამსახურში ყოფნას.

ჩვენი პარტიის იდეური პლატფორმა - #სოლიდარობა

#ერთადვაშენებთ