24 ოქტომბერს, სოფელ რუხში, რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გასვლითი ღონისძიება „რუხი - კულტურის ცენტრი“ გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ და კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდი „ბარაკა“.
კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და მზრუნველობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.
ა.წ 17 ივნისიდან - 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდა ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო\", რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი ),არაერთი ღონისძიება გაიმართა.
http://culture.gov.ge/