პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება

14.07.2015 14:19

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე სტუმრად ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "დღის შოუ". საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 15 ივლისიდან საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება. პროექტის ფარგლებში, კინოსპეციალისტები საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელსა და საზღვრისპირა დასახლებებს ესტუმრებიან, სადაც სკოლების ბაზაზე, 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად გამართავენ მსოფლიო და ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებებს, მოაწყობენ დისკუსიებს ფილმების შესახებ. კინოსპეციალისტები ბავშვებს ფილმის შექმნის სპეციფიკას გააცნობენ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადააღებინებენ. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების შეხვედრები ბავშვებთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან ზაზა ურუშაძეს, გიორგი ოვაშვილსა და ლევან თუთბერიძეს და თავად დაუსვამენ კითხვებს მათი ფილმების შესახებ. პროექტის მთავარი მიზანი მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრებ მოზარდებში კინოგანათლების ამაღლებაა; ფილმების ნახვა და შემდგომი დისკუსიები გააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო და ესთეტიკურ უნარებს; მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში ჩართვა კი ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტში ჩართულია 30 სოფელი, მათ შორისაა საზღვრისპირა დასახლებები: ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ–მამისაანთუბანი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური. გარდა ამისა, მაღალმთიანი და ძნელადმისადგომი სოფლები: ღები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ბარისახო, შუაფხო, ზარზმა და სხვა. პროექტის ფარგლებში, 14 კინოჩვენება გაიმართება. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს
01:20

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს

culturegovge culturegovge

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს / ექვსი არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩება #LIVE

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს / ექვსი არასრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თაობა, რომელსაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს - ფილმ „საზღვარის“ პერსონაჟები
04:21

თაობა, რომელსაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს - ფილმ „საზღვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უარყოფითი რიცხვები“
00:33

„უარყოფითი რიცხვები“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს საზაფხულო სკოლები
18:06

#ნაშუადღევს საზაფხულო სკოლები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ბლექ სი არენას\" 2018 წლის მუსიკალური სეზონის ლაინ აფი ცნობილია
04:47

"ბლექ სი არენას" 2018 წლის მუსიკალური სეზონის ლაინ აფი ცნობი...

Music Box

Highlander Georgia - სვანეთმა მოლაშქრეების მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა
24:05

Highlander Georgia - სვანეთმა მოლაშქრეების მასშტაბურ ღონისძი...

Business Media Georgia

MOE: პროექტი \"ეროზიის კონტროლის ინტეგრირებული ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში\"
01:11

MOE: პროექტი "ეროზიის კონტროლის ინტეგრირებული ღონისძიებები ს...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო