პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს / ექვსი არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩება #LIVE
• პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს შეწყალების აქტის გამოცემისკენ მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. პრეზიდენტის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები • გიორგი შაქარაშვილის საქმის ექვსი არასრულწლოვანი ფიგურანტი პატიმრობაში რჩება - დაკავებულთა ადვოკატები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პროკურატურას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კი მათ განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვს; • ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ყარაჯალარის მოსახლეობის ნაწილი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. ადგილობრივებმა გუბერნატორისგან დაპირება მიიღეს, რომ მოსავალს ბაზარზე მუნიციპალიტეტი გაიტანს, სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს კი სურსათით დაეხმარებიან. მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს; • თეთრი სახლის ლიდერის განცხადება ცხარე დისკუსიის საგანი ხდება - აშშ-ის პოლიტიკური აქტორები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილება დაუშვებელია და ფოსტით ხმის მიცემის ინიციატივას აპროტესტებენ. ტრამპის იდეას საკუთარი თანაპარტიელებიც არ ეთანხმებიან, დემოკრატები კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ძალაუფლების დათმობა არ სურს და ამისთვის ყველა ხერხს მიმართავს; • თაობა, რომელსაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს - ფილმ „საზღვარის“ პერსონაჟები. „ზაფხულის კინოსკოლის“ მრავალფეროვანი პროგრამა, პროექტის მონაწილეები და ომის ფოტოქრონიკა „2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის უარი გიორგი რურუას
MULTIMEDIA GE
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი და შეცვლილი პოლიტიკური რეალობა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას არ შეიწყალებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის გადაწყვეტილება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარი თქვა
Formula News
პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster