პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი დოკუმენტის პირველი პუნქტის შესრულება დაიწყო. გიორგი რურუა შეწყალებულია. პრეზიდენტმა პირობა შეასრულა და რამდენიმე საათის წინ შეწყალების აქტი გამოსცა. 2019 წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის გასამართლებული რურუა უკვე თავისუფალია. მას 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ტელეკომპანია „მთავარის“ აქციების ნაწილის მფლობელი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ახლა ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. მისი შეწყალების განმარტების დროს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება იმავე არგუმენტებით ახსნა, რასაც გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების დროს დაეყრდნო. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებული გიორგი რურუა შეწყალების კატეგორიაში არცერთი ნიშნით არ ჯდება და ეს ნაბიჯი მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გადადგა. პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მადლობებს იღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტმა დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში შეიწყალებს გ...
MULTIMEDIA GE
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარი თქვა
Formula News
პრეზიდენტი მზადაა გიორგი რურუა შეიწყალოს
TV 25
პრეზიდენტის უარი გიორგი რურუას
MULTIMEDIA GE
შარლ მიშელის შეთავაზება - პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოელი პარტნიორების მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიმართვა პრეზიდენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster