უცხოელი პარტნიორების მიმართვა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. სასამართლოს მიერ რურუასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა: „მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა. მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – განუცხადა სენატორმა „ამერიკის ხმას“. ამასთან, ჯიმ რიში გიორგი რურუას საქმეს კომიტეტის „ტვიტერის“ მეშვეობითაც გამოეხმაურა. გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს: „სახელმწიფო მდივანმა, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, თუმცა სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება, ოპოზიციური სატელევიზიო არხის ინვესტორს, გ. რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“, – წერს კუბილიუსი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შალვა ნათელაშვილის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ მიმართვა ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ საშემოდგომო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster