ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა


„თუ პუტინს წინსვლის ძალა ექნება, ის ერთ ქვეყანაზე არ გაჩერდება“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ის ყოველ ჯერზე უცხოელ პარტნიორებს უმეორებს, რომ უკრაინისთვის მათ მეტი უნდა გააკეთონ და რომ ეს მთელი ევროპისთვის საჭიროა. „ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე“. უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მადლიერია სხვა ქვეყნების მოქალაქეების არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის.ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება თავის სახელმწიფოს მსოფლიოსგან იზოლირებულ ზონად აქცევს, სადაც სიღარიბეა და ყველაფერი მხოლოდ ძალადობით განისაზღვრება. ასევე პრეზიდენტის თქმით, ხერსონის რეგიონულმა საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც 44-მა დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ ხერსონის რეგიონი არის უკრაინა და იქ ფსევდო რესპუბლიკების ადგილი არ არის. „უკრაინა ამ გამოცდას გაუძლებს. ჩვენ გვჭირდება დრო და ძალა, რათა ომის მანქანა გავტეხოთ, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა“, – ამბობს უკრაინის ლიდერი. ვიდეომიმართვის გამოქვეყნებამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა სურვილი, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის ისრაელში შეხვდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან