ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს - უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცების საკითხზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ოკუპანტები ტერორის ახალ მეთოდებზე გადავიდნენ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ.
„რუსი დამპყრობლების ქმედებები გაუთანაბრდება „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებს და თუკი თქვენ „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავს ტერორისტებად იქცევით, რა აზრი ექნება თქვენთან ლაპარაკს? ამ კითხვას ასევე დავუსვამთ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობენ“, - ამბობს ზელენსკი.
პრეზიდენტი ჰუმანიტარული დერეფნების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, გასულ დღეს სხვადასხვა ქალაქიდან ხალხის გაყვანით 7 144 სიცოცხლე გადაარჩინეს და ალყაშემორტყმული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომ სამხედრო ტყვეების საკითხებზე საჭირო გახდა საკოორდინაციო შტაბის შექმნა. ზელენსკი მიმართავს რუსი სამხედროების დედებს და სთხოვს მათ, ყველაფერი იღონონ, რომ არ გაუშვან შვილები უკრაინაში, რადგან მათ სიკვდილი ან ტყვედ ჩავარდნა ელოდებათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.