პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში
13 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროპელ პარტნიორებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. „ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“ - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი პათოსი. უმწვავესი გზავნილები რუსეთის მიმართ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენება, მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას და მსუბუქი კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით: ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე დღეს პრეზიდენტის ტონი მმართველი გუნდის მიმართ შედარებით შერბილებული იყო, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა რამდენიმე აქცენტი - სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა მუქარის შეწყვეტისკენ და საკუთარი ძალაუფლების თავისუფლების დაცვა შეახსენა, პრეზიდენტმა შენიშვნა გამოთქვა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ტემპის მიმართაც. პრეზიდენტი დღეს საქართველოს ისტორიიდან მოყვანილი კონკრეტული მაგალითებით ცდილობდა ევროპარლამენტარების დარწმუნებას, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ამ კონტექსტში სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანს და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, ასევე უცხოელ აგენტთა შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მარტში გამართული მასშტაბური დემონსტრაციებიც გაიხსენა. სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს პრეზიდენტის გამოსვლას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში
Ajara TV
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კო...
Ajara TV
ინტერვიუ ვახო მეგრელიშვილთან
TV IMEDI
პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster