პრეზიდენტის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან შეფასდა. სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოუსმინეს. ვრცელი გამოსვლა ძირითადად სასამართლო სისტემაზე, მედია-გარემოზე, ოკუპაციასა და მოახლოებულ არჩევნებზე საუბარს დაეთმო. 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესასრულებლად პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და საქართველოს საკითხის ყველა ფორმატში განხილვა სთხოვა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს ასევე მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, რათა ფედერაციამ 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია დროულად გადაუხადოს. მიმართვის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებიც დასვეს, - მათ შორის ივნისის მოვლენებზე. რუსი დეპუტატი კი დაინტერესდა, როგორ მოიქცევა საქართველო რუსულ დელეგაციასთან მიმართებაში მაისში, როცა ქვეყანამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უნდა უმასპინძლოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტი ევროპის საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპის საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა კონგრესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის შეჭრა უკრაინაში - გზავნილები დიპლომატიური ფორუმიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster