რუსეთის შეჭრა უკრაინაში - გზავნილები დიპლომატიური ფორუმიდან
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ ანტალიაში. თურქეთის საკურორტო ქალაქში დიპლომატიური ფორუმი გრძელდება. საკმაოდ მწვავე იყო ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დასავლეთის ქვეყნები თავის დროზე უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და პირდაპირ თქვა, რომ ყირიმის ანექსიაზე სათანადო რეაგირების შემთხვევაში უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაიწყებოდა. თურქეთის პირველმა პირმა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ნაწილიც გააკრიტიკა. „ყირიმის ანექსიის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს რაღაცას ამბობს, უკრაინა მარტოა დარჩენილი“, - ასეთი იყო ერდოღანის გზავნილი. ანტალიაში იმყოფებიან ნატოს გენერალური მდივანი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარიც. ფორუმის მონაწილეებს დისტანციურად ჩაერთო უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დასავლეთიდან ომის და რუსული აგრესიის შესაჩერებლად მეტი დაცვა ითხოვა. „მოამბე“ ანტალიიდან, - სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დიპლომატიურ ფორუმს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრემიერმა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრიორიტეტე...
TV IMEDI
NATO -ს მინისტერიალი ბერლინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 24 თებერვალი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის კოორდინირებული რეაქცია რუსეთის აგრესიაზე
ამერიკის ხმა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხარდამჭერი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - საქართველოს მხარდაჭერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის შეჭრა უკრაინაში - "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევებ...
Euronews Georgia
Post Factum | რუსეთის შეჭრა უკრაინაში და "ოცნების" პრორუსული...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi