რუხი - კულტურის ცენტრი
24 ოქტომბერს, სოფელ რუხში, რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გასვლითი ღონისძიება „რუხი - კულტურის ცენტრი“ გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ და კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდი „ბარაკა“. კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და მზრუნველობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას გულისხმობს. ა.წ 17 ივნისიდან - 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდა ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო", რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი ),არაერთი ღონისძიება გაიმართა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება
culturegovge culturegovge
რუხში ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯ...
Radio Atinati
რუხი - გაიგე შენი სოფლის ისტორია
MMS
„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მე...
Radio Atinati
რუხში დევნილის საცხოვრებელი ფართის ნაწილი ხანძარმა დააზიანა
Radio Atinati
რუხის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
Radio Atinati
რუხი მტრედი გარდაცვლილი ზურა დოიჯაშვილის სასახლესთან
Stars TV
რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
Radio Atinati