Soso Mikeladze – ქართული - სოსო მიქელაძე - Kartuli
#ქართული #გაუმარჯოს #Kartuli #ესგაუმარჯოს ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია ფოტო: ცისკარა უგრეხელიძე Written by: Soso Mikeladze Arrangement: Beka Gabunia 2019 წელი, მარტი სიმღერის არანჟირების ავტორი და ხმის რეჟისორი არის ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი ბექა გაბუნია; ის, ადამიანი, რომელმაც ჩვენთვის დაამუშავა უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჰიტები - „მე და შენ“, „მიყვარხარ“, „გოგონი“, „წლები და გზები“, „საოცნებო ქალო“. ტექსტის და მუსიკის ავტორი, როგორც ყოველთვის, გახლავართ მე, სოსო მიქელაძე. სიმღერა „ქართული“-ს შექმნით და ჩაწერით ჩემი მასშტაბური ჩანაფიქრი იყო შემეხსენებინა, გამეღვიძებინა, გამეღვივებინა, გამეცოცხლებინა ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, სიამაყე, ხალისი, შემართება, სულიერი მზაობა და ეროვნული თავდადებული საქმიანობა. სიმღერით „ქართული“ მე მინდა შემოვუძახო ყველა ქართველს და საქართველოს ღირსეულ შვილს: ჩვენ ზუსტად რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერი ვართ (მარტო ეს ფაქტი რად ღირს!), ჩვენ ვართ დავითის, თამარის ერი, და, შესაბამისად, გაცილებით და გაცილებით მაღალი ნიშნულების დაძლევა გვმართებს დღეს, ხვალ, ზეგ, ყოველწუთიერად, თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი და დიდი ვალდებულებები გვაკისრია! ჩემი განსაკუთრებული სურვილია, რომ სიმღერა „ქართული“ ისმოდეს ყოველ ქართულ დღესასწაულზე, ისმოდეს დღეობებზე, ზეიმებზე, უბრალოდ სუფრებზე, ისმოდეს ქორწილებში, სპორტულ ასპარეზობებზე, საჯარისო ნაწილებში, ყოველი მანქანის პლეერში, სოციალურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და, საზოგადოდ, ყველგან, სადაც ირჩევა და წყდება ბედი ქართლისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს! უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს - ცისკარა უგრეხელიძეს. ეს კაცი აგერ უკვე ათწლეულზე მეტია უანგაროდ მხარს მიჭერს ჩემს მუსიკალურ და სატრენინგო საქმიანობაში, იმ შორეული დროიდან, როცა ყველასათვის უცნობი ავტორ-შემსრულებელი ვიყავი. დიახ, ეს მართლაც ფასდაუდებელი ამაგია! დიდი მადლობა ყველა მეგობარს, ვინც დააფასა და აღიარა ამ სიმღერის სილამაზე და გზა დაულოცა მის განვითარებას, გამოსვლას! და ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, იყავით ჩვენთან, მოისმინეთ ეს ქართული სულისკვეთებით გაჟღენტილი მუსიკალური ნამუშევარი, მოიწონეთ, გააზიარეთ და ყველამ ერთად შევქმნათ ჭეშმარიტად ქართული სიმღერის უდიდესი წარმატება! „ქართული“ (სიმღერის ტექსტი) I ნაწილი ეს გაუმარჯოს ჩვენს ქართულ სულს და სიტყვა-შეკაზმულს ლექსს, მიწიერ სუფრას, თამადას-უფალს, "ვეფხისტყაოსნის" ერს, და ვენაცვალე ჩვენს ქართულ ზეცას, ალალს და უთბილესს, და გაუმარჯოს ჩვენს შვილებს, ჩვენს გვარს და ჩვენს ხვალინდელ დღეს! ეს გაუმარჯოს ყველას, ვინც ქვეყნად მზესავით კაშკაშებს, და გაჭირვებულს, და მკურნალს ქვეყნის, მელექსეს, მეპურეს! და ვენაცვალე ყველა ჩვენს მებრძოლს, წმინდანს, მუშას და გლეხს, და გაუმარჯოს ყველაფერს, რაზეც ჩვენი უკვდავება ძევს! მისამღერი: ქართული, ქართული, ზეიმია ქართული, მეფური სიტყვა და სადღეგრძელო ზღაპრული, ფერხულში ჩაბმული, გულით გულში ჩაკრული, საქმე ჩვენი ქართული, ძმობა და სიყვარული! ქართული, ქართული, სილამაზე ქართული, წარსული, ქართული, სული სულ შემართული, ბრძოლა და სიცოცხლე სიყვარულში გართული, ეს სამოთხე მიწისა ხატი დედამიწისა, ჰე!!!! II ნაწილი ეს გაუმარჯოს ყველას, ვინც სწავლობს, ხატავს, აშენებს, ქმნის, ყველას ვინც იპყრობს, თამამად ხედნის დროის ბედაურს გიჟს, პური და ღვინო, ომი და ზავი, ლხინი და ქორწილის დღე, კავკასიონზე სულ მარად ენთოს ჩვენს გამარჯვებათა მზე! ეს გაუმარჯოს ჩვენს ქართულ როკვას, ჩვენს ნიჭს და მაღალ ღმერთს, ჩვენს ქალაქს, სოფელს, ჩვენს დღეს და ღამეს, და ბრძოლით შესხმულ ფრთებს, მაშ გაუმარჯოს დიდს და პატარას, ამ ქვეყნის ყოველ შვილს, და ვენაცვალე ქართულ საქმეში ყოველ ჩვენთაგანის წვლილს. მისამღერი: (2-ჯერ) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას; ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!! ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია! ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში. ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი. • Soso Mikeladze – ქართული - სოსო მიქე... Soso Mikeladze – Kartuli - სოსო მიქელაძე - ქართული - Сосо Микеладзе – Грузинский - Georgian © საავტორო უფლებები დაცულია
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
Soso Mikeladze - ქართული - სოსო მიქელაძე - Kartuli (კლიპი)
Soso Mikeladze Official
Soso Mikeladze – ქართული (karaoke) - Kartuli (კარაოკე)
Soso Mikeladze Official
3.2K
Soso Mikeladze – ყველაზე ლამაზი ხარ - სოსო მიქელაძე - Yvelaz...
Soso Mikeladze Official
სოსო მიქელაძე - მე და შენ / Soso Miqeladze - Me Da Shen
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo
სოსო მიქელაძე - მე და შენ. Live არ დაიდარდო / Soso Miqeladze...
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo
სოსო მიქელაძე - შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ. Live არ დ...
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo
სოსო მიქელაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". 10.12.2015. ვიდეო კოლ...
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo