ზუგდიდის ბულვარის ნაწილი დაიტბორა
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის გარკვეული მონაკვეთები წვიმის შედეგად დაიტბორა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ბულვარის ტერიტორაზე საწრეტი მილების გაჭედვაა, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ წყალს არხებამდე მისასვლელი სწორი მიმართულება არ აქვს. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები დატბორილ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „ეს არ არის ბოლო რეაბილიტაციის შემდეგ წარმოქმნილი პრობლემა. უკვე გამოძახებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაასუფთავებენ მილებს. რაც შეეხება წყლის მიმართულების შეცვლას, შევადგენთ პროექტს და უახლოეს მომავალში გადაიჭრება ეს პრობლემა. სულ რამდენიმე ასეული ლარი დასჭირდება ამას“, - აღნიშნა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა ბორის ღადუამ. აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილებიან. ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო სანიაღვრე არხი და შშმ პირთა დაუბრკოლებელი მოძრაობისთვის განკუთვნილი პანდუსები. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათება. მოეწყო ახალი სკამები და სანაგვე ურნები, დაირგო ახალი მცენარეები. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 910 ათას 532 ლარია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
განმუხურელების ნაწილი ბულვარის გაყიდვის წინააღმდეგი არაა
Radio Atinati
ზღვა ხალხს ეკუთვნის" – საპროტესტო აქცია განმუხურში
Radio Atinati
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
Radio Atinati
ზუგდიდის ბულვარსა და ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Radio Atinati
ერთად დავამარცხოთ დიაბეტი - აქცია ზუგდიდში, რადიო ათინათის რ...
Diabetes Prevention and Care Improvement Project
ზუგდიდში ახალგაზრდები ლუკა სირაძის საქმის ობიექტურ გამოძიება...
Radio Atinati
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
ზუგდიდში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა გამო...
Radio Atinati