ერთად დავამარცხოთ დიაბეტი - აქცია ზუგდიდში, რადიო ათინათის რეპორტაჟი
6 აგვისტოს ქ. ზუგდიდში, პროექტის "დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება" ფარგლებში, გაიმართა საქველმოქმედო აქცია. მის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეეძლო განესაზღვრა გლუკოზის დონე პერიფერიულ სისხლში, მიეღო ენდოკრინოლოგისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტის კონსულტაციები, გაცნობოდა პროექტის საგანმანათლებლო მასალებს. ამ ყველაფრის მიღება, რა თქმა უნდა, მსურველებს აბსოლუტურად უფასოდ შეეძლოთ. 6 აგვისტოს აქცია ადვოკატირების ტურნეს მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა. 6-9 აგვისტოს პერიოდში მსგავსი აქციები გაიმართა ქ. ფოთში (დევნილთა ახალ დასახლებაში) და ქ. ბათუმში (ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე). აგრეთვე, ტურნეს ფარგლებში ჩატარდა ორი მრგვალი მაგიდა, ზუგდიდისა და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში. * მასალა აღებულია რადიო ათინათის ვებ-გვერდიდან (იხ. ბმული: http://radioatinati.ge/%E1%83%A0%E1%8...)
მსგავსი ვიდეოები
„ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ - ღონისძიება სასულიერო გიმნა...
Radio Atinati
ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
თემით - ,,ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო'' ღონისძიება გაიმართა
Stu Net
მიმართვა 2021 წლის 29 აგვისტოს ყველანი აქციაზე ერთად დავამარ...
george liluashvili
ქუთაისში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინი...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ვაქცინაცია გვაახლოებს
NCDC Georgia
საქველმოქმედო განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სერგეენკო C ჰეპატიტის მართვის ცენტრში
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო