დავით სერგეენკო C ჰეპატიტის მართვის ცენტრში
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციარებს მართვის ცენტრში დღეს ჯანდაცვის მინისტრი ემსახურებოდათ. კამპანიის „განიკურნე“ ფარგლებში ქვეყნის პირველი ექიმი, პაციენტებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა მათ. „მათ ვისაც ეს დაავადება აქვს და ასეთი დაახლოებით 100 000 ადამიანია, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა ჩაერთონ პროგრამაში, მათმა 90%-მა არ იცის, რომ აქვთ ეს დაავადება, რადგან მათი დაავადების სტადია საბედნიეროდ ადრეულია. ამიტომ ყველას ვთხოვ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ მარტივი სკრინინგული ანალიზი“. - განაცხადა დავით სერგეენკომ #განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა. #შემოგვიერთდი - ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი. კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. ამ გზით პაციენტი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თავის ახლობლებსაც იცავს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათგან მკურნალობაში უკვე ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი კი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახ...
Radio Atinati
დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა
Radio Atinati
სერგეენკომ ზუგდიდში C ჰეპატიტის ცენტრის დასრულება ათ დღეში მ...
Radio Atinati
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სერგეენკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სერგეენკო აშშ-ში Cჰეპატიტის პროგრამის საკითხებზე მედიკ...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
შეხვედრა აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრა...
TV IMEDI