სერგეენკომ ზუგდიდში C ჰეპატიტის ცენტრის დასრულება ათ დღეში მოითხოვა
ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა. ის პირადად გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას და სამშენებლო ოგანიზაციის წარმომადგენლებს შენიშვნები მისცა. მან ხარვეზების გამოსასწორებლად სამშენებლო კომპანიას 10 დღიანი ვადა დაუწესა. ,,ხელშეკრულებში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ნოემბრში უნდა დასრულებულიყო. მე ახლა ვუყურებ და ჩემი მონიტორინგიც იმას აფიქსირებს, რომ არის ხარვეზები. პირველი ვერსია ის არის, რომ ზუგდიდის კლიმატის ბრალია თურმე, რომ ლინოლეუმი ამოიბერა. ძალიან რთულია ასეთ რაღაცეებზე რეაგირება. ამიტომ გადაწყვეტილება ესეთია, ან ათ დღეში ასრულებენ მშენებლობას და გვაბარებენ ობიექტს ან კონტრაქტი წყდება და დასრულებაზე უკვე ჩვენ ვიზრუნებთ,’’-განაცხადა სერგეენკომ. თავის მხრივ, სამშენებლო ორგანიზაციის ,,ენკის’’ ხელმძღვანელის რევაზ ნაჭყებიას თქმით, ის ამ ვადაში ხარვეზის გამოსწორებას შეძლებს. ,,არის უმნიშვნელო ხარვეზები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ,’’- აღნიშნა ნაჭყებიამ. C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობაზე მილიონ ორას ლარამდე დაიხარჯა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
Radio Atinati
დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა
Radio Atinati
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახ...
Radio Atinati
დავით სერგეენკომ ზუგდიდში ექიმებს მადლობის სიგელები გადასცა
Radio Atinati
სერგეენკო ზუგდიდში: სოფლის ამბულატორიებზე მუშაობა დაწყებული...
Radio Atinati
სერგეენკო ზუგდიდში
Livepress. ge
სერგეენკო ზუგდიდში
Livepress. ge
სერგეენკო ზუგდიდში
makho Basy