ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა.
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს. „ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისად ამ დახმარებას აქვს სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კრიზისთან გამკლავებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა. სამინისტროს მხრიდან სადეზინფექციო საშუალებები მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჩაიბარა. „მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან. როგორც მოგეხსენებათ სადეზინფექციო და ზოგადად დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს მივიღეთ 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება ესტონეთის ელჩისგან, დავათვალიერეთ ის მარაგები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მომდევნო პრევენციულ ზომებზე რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ. აღნიშნული დახმარება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით, რომელიც ახდენს კორონავირუსზე რეაგირებისათვის საჭიროებების მობილიზებას, დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით. #StopCoV #COVID19
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბავშვებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის შემთხვევათა მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ...
Georgian Government
შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან
Irakli Garibashvili
პრემიერ-მინისტრის მიმართვა
Georgian Government
სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო...
Georgian Government
Meeting with the President of Estonia / შეხვედრა ესტონეთის...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил